ახალი ამბები

რას ფიქრობენ ბათუმელები გიორგი და ასლან აბაშიძეების შესაძლო დაბრუნებაზე

21 აგვისტო, 2013 •
რას ფიქრობენ ბათუმელები გიორგი და ასლან აბაშიძეების შესაძლო დაბრუნებაზე

ტაქსისტები, გამყიდველები მაღაზიაში, უბრალო გამვლელები, ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ შეცდომა ყველას მოსდის და ისინი უნდა დაბრუნდნენ, რადგან საქართველო ქართველებს ეკუთვნით. „ასლან აბაშიძის ნამუსს თუ ჩამოესვლება, ჩამოვიდეს“, – თქვა გამოკითხულთაგან ერთ-ერთმა.

 

რაც შეეხება მათ ინფორმირებულობას აბაშიძეების დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ რესპონდენტთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ეს ამბავი გაგებული. ტაქსის მძღოლი ნოდარი ამბობს: „დღეში ორმოცდაათამდე მგზავრი გადამყავს, არავის არ უთქვამს ამის შესახებ“.

 

ის ადამიანები, ვისაც ასლან და გიორგი აბაშიძეების დაბრუნების შესახებ სმენია, ინფორმაციის წყაროდ ინტერნეტს ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი