“ქალაქ ქუთაისის მერის, ბატონი დიმიტრი კოპალიანის გადადგომის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვიცე–მერმა, თენგიზ თოფურიძემ განაცხადა, რომ დიმიტრი კოპალიანის შემცვლელად მისივე მოადგილის, კოტე ლომიძის კანდიდატურა განიხილებოდა. თენგიზ თოფურიძის განმარტებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და როგორც თ.თოფურიძე აღნიშნავს, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსგავსი კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია. ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი ქუთაისშია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
