ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც გუშინ, 20 აგვისტოს თბილისის აეროპორტში დაკავებული იქნა ტაჯიკეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი ჟურნალისტი დოდოჯან ატუვალუევი.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატუვალუევი თბილისში დააკავეს, გაავრცელა საერთაშორისო ორგანიზაციამ, “რეპორტიორები საზღვრის გარეშე” და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ინტერპოლის წითელი ცირკულარითაა ძებნილი, მას გერმანიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის დაპატიმრება დაუშვებელია, რადგან ეს თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა იქნება. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მტკიცებით, ატუვალიევი ტაჯიკეთში ხელისუფლებისადმი კრიტიკული შეხედუელბების და ჟურნალისტური საქმიანობის გამო იდევნება. იგი საქართველოში ჩეხეთიდან ჩამოვიდა და, შსს–ს ცნობით, თბილისი გუშინვე დატოვა.

 

 

 

 

.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *