ახალი ამბები

სააკაშვილი: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუ პოლიტიკური ნიშნით დაჭრა

20 აგვისტო, 2013 •
სააკაშვილი: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუ პოლიტიკური ნიშნით დაჭრა

ამ საკითხზე პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა: 

 

“ამას წინათ საზოგადოებრივ მაუწყებელს მივეცი ომის თემაზე ინტერვიუ. ყველაფერი, ძირითადი ნაწილი, რასაც წყენა შეიძლებოდა გამოეწვია მედვედევსა და პუტინში, რაღაცნაირად, პრეზიდენტის გაშვებულ ინტერვიუში გაქრა. მე არ ვიცი მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ინტერვიუს დაჭრის პოლიტიკური ნიშნით. ასეთი რამ არ არსებობს, ხალხო. მოდით, დავფიქრდეთ ამ თემაზე. ვერ გამოვალ და სხვაგან ვერ ვიტყვი, თუ რა? ეს ხომ საბავშვო თამაშია თავისთავად. მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ზის კონკრეტული კომისარი, კონკრეტული ძველი ერთი კადრი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს. ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება საარჩევნო გარემოს. “

მასალების გადაბეჭდვის წესი