“იმედი ვინ დახურა, ხომ არ გახსოვთ? ჩვენ რომ დავხურეთ, ერთ კვირაში გავხსენით. იმედი ვინ დახურა შემდეგ– სახელი და გვარი “იმედის” დირექტორი გიორგი თარგამაძე. ხომ არ ვტყუივარ, ხომ ნამდვილად გიორგი თარგამაძემ დახურა? იქნებ გინდათ მითხრათ, რომ გიორგი თარგამაძეს მე ვმართავდი?” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, “იმედის” დახურვის გადაწყვეტილება ტელეკომპანიის კოლექტივმა მიიღო: “მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილმა სცადა სახელმწიფო გადატრიალების გაკეთება და ეს კადრები გამოვიდა ღია ეთერში, “იმედის” კოლექტივმა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ რუსების დავალებით თქვენი მაშინდელი მფლობელი აკეთებდა სახელმწიფო გადატრიალებას და კლავდა შს მინისტრს და აპირებდა რაღაცას პრეზიდენტზე”.
სააკაშვილმა 2004 წელს ტელეკომპანია მე–9 არხის დახურვის მიზეზებზეც ისაუბრა: “ვინ დახურა მეცხრე არხი? მეცხრე არხმა გაუშვა ფილმი პუტინზე. დაურეკეს “მეცხრე არხის” მფლობელს და, ხომ არ იცით მისი სახელი და გვარი? ეს არის საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დახურა არხი მოსკოვიდან დარეკვით. თუ გინდათ სიმართლე, მე იქ ვიყავი და ვიცი ეს ისტორია”.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეექმნა პრობლემები 25–ე არხს: “25–ე არხი გაიფურჩქნა და პოპულარული გახდა ჩემს ხელში. მერე მე არ ვიცი, ვინ რა პრობლემები შეუქმნა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ გაიხსნა 15 რეგიონალური არხი. ძალიან კარგად ვიცი, რომ გაიხსნა ბევრი გაზეთი და სატელიტური პაკეტი მთელი არხების. იმდენი არხია, რომ ჩამოთვლა გამიჭირდება, ციფრებს შევხედოთ.”







