ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:
“თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება პრაქტიკულად ძალიან შეზღუდულია. დღეს ჩვენ ახალ მთავრობას შეგნებულად გადავეცით ის უფლებამოსილება, რომელიც კონსტიტუციაურად ჯერ კიდევ რჩებოდა ძველი ვერსიით. ჩემი საქმიანობა არის დაკავშირებული ხალხის მოსმენასთან და ხალხთან სიარულთან, ძალიან ბევრ შეხვედრებთან. მე ვამზადებ ასევე იმას, რომ სასწავლო ცენტრი გავაკეთო პრეზიდენტობის შემდეგ მევენახეობის, ღვინის და ვაზის კახეთში. ისევე როგორც ვმუშაობთ, ასეთივე სასწავლო ცენტრი გაკეთდეს ქართლში, ატენის ხეობაში. ჩვენ ვაფუძნებთ მეღვინეობის ასოციციებს ყველგან, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ღვინო არის ის სფერო, სადაც მცირე ნაკვეთებიანი სოფლის მეურნეობა იყოს მომგებიანი, განსხვავებით ყველა ბევრი სხვა სფეროსგან, სოფლის მეურნეობაში, სადაც ბევრი ფულის ჩადებაა საჭირო. აქ მცირე დანახარჯით ჩვენმა ხალხმა იმ ტურიზმის პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შემოსავალი მოიპოვოს.”
პრეზიდენტის განცხადებით, ვადის ამოწურვის შემდეგ თბილისში პოლიტიკურ მეცნიერებებთან დაკავშირებით სასწავლო ცენტრის გაეკთებას გეგმავს: “ამავე დროს, უკვე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური განათლება არის ყველაზე სუსტი წერტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში რომ არ მიეხურათ, ამას მარტო ვერ გავაკეთებდი, სამწუხაროდ, ის ამერიკული ფული წაიღეს უკან. მე რასაც შევძლებ, განათლებაში გავაკეთებ. ამის გარდა ვაგრძელებ პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნის. ვინც ჩათვალა, რომ ტობა–ვარჩხილის ტბაზე რომ ვიყავით, ეს იყო რაღაც ჩემი ახირება, და იმისთვის ვაკეთებდი, რომ ბევრ უცხოურ ტელევიზიებში გავიდა და ბევრი უცხოელი მეგობარი დამიკავშირდა- რა ლამაზია საქართველოო. ტურიზმი არის საქართველოს პოპულარიზაცია და შემოსავალი ჩვენი ხალხისთვის. აჭარის ისტორიაში ყველაზე მეტი ტურისტია ბათუმში ჩასული. ეს არის დამატებითი შემოსავლის წყარო.”
