საბიუჯეტო ცვლილებები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. გიგი უგულავას ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა საკრებულოს უმრავლესობისთვისაც. დამატებითი ფული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ბაღებში და შემოერთებულ სოფლებში წყლის პრობლემების მოწესრიგებაზე და ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანაზე დაიხარჯება. 

 

17 მილიონი ლარით ქალაქის ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივით თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. 

 

“დავუჭირეთ მხარი ქალაქის ბიუჯეტის ზრდას და ყველა პუნქტი საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, რომ,  ერთი მხრივ, მუშაობდეს გამართულად და აკმაყოფილებდეს საზოგადოების მოთხოვნას. ფრაქცია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო” და ახალი უმრავლესობა ვიქნებით ძალიან ყურადღებიანი და თვალი გვექნება გამახვილებული ამ რამდენიმე მილიონიდან თითოეული ლარის ხარჯვაზე” განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

 

დედაქალაქის ბიუჯეტი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, 740 მილიონი ლარი იქნება.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *