ამის შესახებ კომენტარი პრეზიდენტმა ტელეკომოპანია “რუსთავი 2″– თან აჭარაში ვიზიტისას გააკეთა:

 

“ქართველი ხალხი ბევრად უფრო ბრძენია, ხალხს უნდა მოვეპყრათ პატივისცემით. დღეს ხალხს შესთავზეს ისეთი კანდიდატები, რომლებიც უფრო დაბლა დგას ჩვენი ხალხის განვითარების, ინტელექტის ღირსების დონეზე, ნამდვილად. ეს არ არის ასე, რომ ვისაც მინდა იმას ამოვირჩევ, თუ გინდა ცხენს ამოირჩევ, როგორც სენატში ერთმა რომაელმა იმპერატორმა გააკეთა. ამას ქართველი ხალხი არ გააკეთებს იმიტომ, რომ, უბრალოდ, უხერხულია, ისეთი კანდიდატი შესთავაზეს. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ  მოულოდნელად ზოგიერთისთვის, ალბათ  ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც შეესაბამება მათ წარმოდგენებს იმაზე, რაც უნდა იყოს მათ მიერ არჩეული, თუნდაც ახალი ფუნქციების პირობებში პრეზიდენტი.” 

 

სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ფუნქცია არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა:”თუმცა, რა თქმა უნდა, მე ასევე ვარ “ნაცინალური მოძრაობის” თავმჯდომარე. პარტიას ექნება ყრილობა, სადაც მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მაგრამ სხვა დროს დარჩენილი ვადა უნდა ვაკეთო  ის, რაც  შეზღუდული უფლებამოსილების პირობებში, რაც ახლა რეალურად არსებობს, ოდნავ მაინც ცვლილებას გამოიწვევს უკეთესობისაკენ.”  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *