ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრს მაია სიდამონიძე უხელმძღვანელებს.
მაია სიდამონიძე 2010-2013 წლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ამჟამად ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველია ტურიზმის მიმართულებით.
უნივერსიტეტის ცნობით, სიდამონიძე ფლობს UWIC – University of Wales Institute-ის (კარდიფი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს მარკეტინგში და London School of Commerce-ის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.