აჭარის ავტონომიურ მთავრობასა და ეკომიგრანტებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც 12 საათზე დაიწყო. ბეჟან ბერიძის განცხადებით, მათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფრო ირაკლი ჭეიშვილი ხვდება.
ნინოწმინდის სოფელ გორელოვკიდან 6 ოჯახი ბათუმში ჩავიდა. მათი მთავარი თხოვნა გორელოვკაში სათიბი და სახნავი მიწის გამოყოფაა.
“ჩვენ გვინდა, რომ მინიმალური მიწა მოგვცენ, რომ თივა გავცელოთ და საქონელი გამოვაზამთროთ. ფიზიკურად არც საძოვარი გვაქვს, არც სახნავი გვაქვს. ზაფხულობით კიდევ გამოკვებავ, სადღაც გაუშვებ საქონელს, მაგრამ ზამთრობით უკვე გასაშვები არსად არ არის,”- ამბობს ბეჟან ბერიძე.
ბერიძის თქმით, გორელოვკას სოფლის დეპუტატს დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა იგი აჭარისკენ ამისამართებდა სოფლის მცხოვრებლებს. სოფლის დეპუტატის გარდა, მათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტსაც მიმართეს, მაგრამ, ბერიძის თქმით, ვერც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი დაეხმარა მათ.
ბეჟან ბერიძის ამბობს, რომ 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც აჭარის მაღალმთიანეთიდან ნინოწმინდაში გადასახლდნენ, მიწის არქონა აწუხებთ. მას იმედი აქვს, რომ ამ შეხვედრაზე პრობლემას მოუგვარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარაში დაბრუნდებიან. მისი თქმით, 6 ოჯახს სხვა ეკომიგრანტებიც გამოყვებიან.








