ახალი ამბები

გენერლის და ყოფილი დეპუტატის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს არავინ დაუკავებია

17 იანვარი, 2018 • 1588
გენერლის და ყოფილი დეპუტატის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს არავინ დაუკავებია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ე.წ. “სტამბოლის ბაზრობის” დირექტორისა და პარლამენტის ყოფილი წევრის საქმეზე ჯერჯერობით არავინაა დაკავებული. სამსონ ქუთათელაძე გენერალი და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი იყო. მინისტრის თქმითვე, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში მზად იქნება საზოგადოებასთან ღია ურთიერთობისთვის:

“ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯუფია, რომლებიც უკვე გუშინ ჩაერთნენ გამოძიების პროცესში. საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომაერობით შემიძლაი გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოიტანს შედეგს. მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ხვალიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. და, რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული. ეს ის დრო იქნება, როდესაც აქტიური საგამოძიებო სამუშაოების დიდი ნაწილი დამთავრებული იქნება. ამ დანაშაულთან დაკავშირებით ჯერ არავინაა დაკავებული” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, “სტამბულის ბაზრობის” დირექტორი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, საღამოს, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი