ახალი ამბები

სტამბოლში ძარცვა საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით მსხვერპლით დასრულდა – Milliyet

17 იანვარი, 2018 • 1853
სტამბოლში ძარცვა საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით მსხვერპლით დასრულდა – Milliyet

თურქული მედია სტამბოლში 29 დეკემბერს მომხდარი ძარცვის ახალ დეტალებზე წერს. Milliyet-ის ცნობით, ესენლერის რაიონში, საიუველირო მაღაზიაში მომხდარ ინციდენტში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ, რომლებიც იქ იარაღით შეიჭრნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.

თურქული სააგენტოს ცნობით, 29 დეკემბერს, 11:00-ზე მაღაზიაში ძარცვის მიზნით ორი ადამიანი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სცადა, რის შემდეგაც იუველირმა, 40 წლის ეიუფ დედათ ქოჩერმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა ასევე ცეცხლსასროლი იარაღით გაუწია. ორმხრივი სროლისას იუველირი და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, საქართველოს მოქალაქე რაიბული აბრალავა დაიღუპნენ. მეორე პირი – ლ.ბ. კი დაიჭრა.

გამოჯანმრთელების შემდეგ ის სასამართლოს დადგენილებით დააპატიმრეს. საგამოძიებო უწყება განაგრძობს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებს, რომლებიც გამოძიების ცნობით, ასევე ცდილობდნენ მაღაზიაში შეღწევას, ინციდენტის შემდეგ კი მიიმალნენ.

Milliyet-ის ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირები თურქეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ და ძარცვის დაგეგმვის მიზნით, სახლი საიუველირო მაღაზიასთან ახლოს იქირავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი