ახალი ამბები

Zara-ს თანადამფუძნებელი და ესპანეთის უმდიდრესი ქალი გარდაიცვალა

16 აგვისტო, 2013 •
Zara-ს თანადამფუძნებელი და ესპანეთის უმდიდრესი ქალი გარდაიცვალა

როსალია მერა
როსალია მერა

როგორც ცნობილია, როსალია მერა შვებულებას ატარებდა ესპანეთის ერთ–ერთ კურორტზე, რა დროსაც მოულოდნელად გახდა ცუდად და ინსულტის შედეგად 15 აგვისტოს, გვიან ღამით, მალევე გარდაიცვალა. ის 69 წლის იყო.

 

BBC-ის ინფორმაციით, როსალია მერამ სიდუხჭირის გამო სკოლაში სიარული 11 წლის ასაკში მიატოვა და მკერავად დაწყო მუშაობა, მოგვიანებით მან თავის ყოფილ ქმართან ერთად კომპანია Inditex დაარსა. როსალია მერამ თავის ქმართან ერთად შეძლო, რომ Inditex ექცია მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიად.  Inditex ამ დროისათვის ფლობს Zara-ს, Massimo Duti–სა და Bershka-ს ბრენდებს.

 

როსალია მერამ Inditex–ის დირექტორის პოსტი 2004 წელს დატოვა, თუმცა, სიკვდილამდე ფლობდა კომპანიის 7%–ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი