“ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ტელეკომპანია “იმედისგან” გუშინ მივიღე კონკრეტული

ნინო ჟიჟილაშვილი
ნინო ჟიჟილაშვილი

შემოთავაზება, რაზეც ვფიქრობ და ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია და “მაესტრო” არ დამიტოვებია”, – განუცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა “ნეტგაზეთს.

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” წამყვანმა ჟურნალისტებმა – ნინო ჟიჟილაშვილმა და თეა სიჭინავამ დატოვეს. “ნეტგაზეთი” თეა სიჭინავასთან დაკავშირებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. 

 

რაც შეეხება “მაესტროს” დამფუძნებელ მამუკა ღლონტს, მან ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება “ფეისბუქით” გაავრცელა:

 

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო “მაესტროს” დამორჩილება, დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა ‘წესების გარეშე” და ცდილობს ‘მაესტროს”, როგორც ერთ-ერთი მსხილი მედიამოთამაშის, თამაშგარე დატოვებას. მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ტელეკომპანია “მაესტრო”, მისი სიმყარის გარანტიაა და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ, სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის “იმედი”. უფრო დაწვრილებით განცხადებას “მაესტრო” რამოდენიმე დღეში გააკეთებს”, – წერს მამუკა ღლონტი, რომელთანაც დაკავშირება დამატებითი განმარტებების მისაღებად ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *