აშშ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აზია-წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შეხვდნენ. და ნაგი, ვიეტნამი, 11 ნოემბერი 2017 წელი. ფოტო : EPA-EFE/JORGE SILVA / POOL

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი აშშ-ზე ძლიერია. 36%-ის აზრით, აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობები რუსეთისას აჭარბებს, ხოლო 15%-ის აზრით, ეს ორი ქვეყანა თანაბარი სიძლიერისაა.

მონაცემები კვლევის შესახებ:

  • კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა.
  • კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია   +/ – 1.9 %.
  • CRRC- მ კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში აწარმოა.  კვლევა ეყრდნობა 2 298 დასრულებულ ინტერვიუს.
  • კვლევის მონაწილეები შეირჩნენ წარმომადგენლობითი პრინციპით ქვეყნის მასშტაბით [ოკუპირებული ტერიტორიების გარდა]. გარდა ამისა დამატებითი წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.