ხარატიშვილი ახალი პოლიტიკური პარტნიორების შერჩევას სწორედ ასეთი პოლიტიკური პლატფორმის მქონე იმ ძალებიდან გეგმავს, რომლებიც პოლარიზებულები, რადიკალურები და მარგინალურები არ არიან. როგორც მან დღეს, 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცადა, კონცეფციას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ახალი პოლიტიკური ცენტრი, საზოგადოებას 20 აგვისტოს გააცნობს.
“20–ში ჩვენ ჩამოვაყალიბებთ, რა პრინციპების ირგვლივ იქმნება ეს ყველაფერი”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ პოლიტიკური ცენტრი პროდასავლური ორიენტაციის იქნება, თუმცა ეროვნულ ღირებულბებთან სინთეზში:
“ქვეყნისა და საზოგადოების შენება იწყება ყველა ჩვენგანის გონებაში იმ ქრისტიანული ღირებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გაითავისეს და დღემდე მოგვიტანეს. სიყვარულის უშენებია – ეს არის მარადიული კონცეფცია, რომელიც ისტორიის წიაღიდან მოდის, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და გამოციდლება მივმართო ურთიერთობის აღდგენისა და საზოგადოების კონსოლიდაციისკენ. რაც შეეხება ამ პოლიტიკური ცენტრის მიმართულებას, ძირითადი ამოსავალი წერტილი იქნება ევროინტეგრაცია და ქართული ღირებულებები ამ ინტეგრაციის ფარგლებში. მე ვფიქრობ, საკმაოდ არასწორი აზრია ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული, რომ ევროპული ღირებულბები ქართულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის და ანადგურებს მას. 21–ე საუკუნეში უნდა მოვახდინოთ საუკეთესო უცხოური ტექნოლოგიების, ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობების ინტეგრაცია ჩვენს ტრადიციულ ღირებულბებთან. ასე რომ, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ, მე ვფიქრობ, ჩვენ საზოაგდოებას ამის სურვილი აქვს”, – განაცხადა ხარატიშილმა.





