როგორც მან დღეს, 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი დეპუტატებს მისი ინიციატივის გაზიარებისთვის მადლობას უხდის. 

 

“დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, რომ ჩემი ინიციატივა გაითვალისწინეს. აუცილებელია- იმ ადგილს, სადაც ასი ათასმა ქართველმა თავი გასწირა ქრისტიანული იდეალებისთვის და სარწმუნოებისთვის, ეწოდოს მათი სახელი.

თბილისის უბნებისა და მოედნების სახელწოდებები აუცილებლად უნდა ეხმიანებოდეს ჩვენს ისტორიასა და წარსულს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტოპონიმიკაში დაფიქსირდეს და გამოიხატოს ჩვენი მომავალი მოსწრაფებები, ამ შემთხვევაში ჩვენი  ევროატლანტიკური, ევროპული არჩევანი. ვფიქრობ, რომ  უნდა იყოს ევროპის სახელდების ადგილიც დედაქალაქში“,– განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, აღნიშნულ ინიციატივებს თავდაპირველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი ბიუროს სხდომაზე გავა. საბოლოო ვარიანტის დამტკიცება მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგებით მოხდება. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *