ბი-ბი-სის ცნობით, შეტაკებების შედეგად კაიროს ცენტრში მურსის მხარდამჭერების მიერ მობილიზებულ ბანაკებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეტაკებებს “სკაი ნიუსის” ოპერატორი მიკ დინი ემსხვერპლა.
მუჰამედ მურსი ეგვიპტის არმიამ ძალაუფლებას მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ჩამოაშორა, რის შემდეგაც მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს.





