დღეს. 14 აგვისტოს დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციების გაფართოებული სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ვარდების რევოლუციის მოედნისა და თბილისის სხვა ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის საკითხზე იმსჯელეს. 

 

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სახელწოდების ერთ–ერთ ვერსიად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მოიაზრება, ხოლო ვარდების რევოლუციის მოედნისთვის – ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას სახელის დარქმევა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ხვალ, 10:30 გამართულ ბრიფინგზე გააჟღერებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *