ახალი ამბები

საგანგებო შეხვედრა ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით

13 აგვისტო, 2013 • 997
საგანგებო შეხვედრა ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით

სადამკვირვებლო მისიის გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, მონაწილეებმა სამხრეთის ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

მისიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეების დისკუსია კონსტრუქიული იყო და ისინი შეთანხმდნენ, რომ ყველა ღონე უნდა იხმარონ სასაზღვრო რეგიონში კონფლიქტური სიტუაციის ესკლაციის თავიდან ასაშორებლად.

 

“ვაფასებთ იმას, რომ მონაწილეები აცნობიერებენ ამგვარი შეხვედრის დროულობას და ამგვარად, ეს შეხვედრა დადებით მიზნებს ემსახურება”, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებლმა, ჯერარდ ფიშერმა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2013 წლის 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ეკიპაჟი გორის რაიონის სოფელ ქვეშში, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რეგულარულ პატრულირებას ახორციელებდა, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელდა გასროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი