ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ხარატიშილის გადადგომა არის დასანანიც და გაუგებარიც

12 აგვისტო, 2013 • • 909
თეა წულუკიანი: ხარატიშილის გადადგომა არის დასანანიც და გაუგებარიც

წულუკიანის თქმით, თუ ხარატიშვილს თანამდებობის დატოვება სურდა, მისი აზრით, ეს წინა არჩევნების დროს უნდა გაეკთებინა, როცა პროცესი “აბსოლუტურად არათავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა”.

 

“ამწუთში მისი გადადგომა აბსოლუტურად გაუგებარია და მე ვფიქრობ, რომ მან არასწორად შეარჩია მომენტი… თუკი მისთვის მთავარი იყო საქმის ინტერესი იმიტომ, რომ ახლა არ იყო ამის დრო. მე გამოვრიცხავ იმას, რომ მასზე იყო რაიმე ტიპის ზეწოლა, პირიქით, ბოლოს და ბოლოს, მან, როგორც ცესკოს ხელმძღვანელმა, შეძლო ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა და კონსტრუქციული დიალოგი”, – განაცხადა წულუკიანმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი