ახალი ამბები

ცესკო–ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მიზეზი რამდენიმე დღეში დასახელდება

12 აგვისტო, 2013 • • 1115
ცესკო–ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მიზეზი რამდენიმე დღეში დასახელდება

საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის 

ზურაბ ხარატიშვილი
ზურაბ ხარატიშვილი

წარდგინებით, ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან საქართველოს პარლამენტის მიერ. მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა). სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ წევრთაგან უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი