ახალი ამბები

ინგა გრიგოლია ყოფილი ფინანსთა მინისტრის არხზე იწყებს მუშაობას

12 აგვისტო, 2013 • • 1678
ინგა გრიგოლია ყოფილი ფინანსთა მინისტრის არხზე იწყებს მუშაობას

TV3–ის ცნობით, ინგა გრიგოლიასა და ტელეარხის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე შედგა, გადაცემა

ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

პირდაპირ ეთერში კი სექტემბრიდან გავა.

“მე ყოველთვის მხიბლავდა რაღაც პროექტების დაწყება ნულიდან. ძალიან ბევრ ტელევიზიაში მართლა ნულიდან დამიწყია ყველაფერი და შემდეგ ძალიან სერიოზული გადაცემები შეგვითავაზებია მაყურებლისთვის” – აცხადებს ინგა გრიგოლია და ასახელებს ორ მიზეზს, თუ რატომ იწყებს ამ არხზე მუშაობას – პირველი, ის, რომ ახალი ტელევიზია კეთდება და მეორე – მისთვის საინტერესო ყოველდღიურ რეჟიმში პროექტის კეთება აღმოჩნდა. ინგა გრიგოლია TV3–ის ეთერში ყოველდღიურ ტოქ–შოუს მოამზადებს.


ინგა გრიგოლიამ და მისმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაწყვიტეს კონტრაქტი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა ეთერში არ გადიოდნენ.


media.ge-ს ინფორმაციით, ინგა გრიგოლიამ და მისმა ექვსმა თანამშრომელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტი 1 აგვისტოს გაწყვიტეს. ისინი მაუწყებელში 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდნენ და ამზადებდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს „პოლიტიკური კვირა“, რომელიც „პირველი არხის“ ეთერში კვირაში ორჯერ უნდა გასულიყო. Media.Ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გრიგოლიას ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ეთერში არ გადიოდა, ხელფასს 2013 წლის მარტის თვიდან იღებდა. პროექტის სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად დაახლოებით 15 ათასი ლარი იყო.  გადაცემა „პოლიტიკური კვირის“ სტუდიის დეკორაცია მაუწყებელს დაახლოებით 52 ათასი ლარი დაუჯდა. 


ინგა გრიგოლიამ, ასევე, media.ge-ს განუცხადა, რომ მისი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლის მიზეზი გახდა მისი გადაცემის ეთერში არგასვლა, რომელიც, მისივე თქმით, გაურკვეველი მიზეზით ჭიანურდებოდა.


რეესტრის მონაცემებით, TV3–ის დირექტორი და 9%–ის მფლობელია კახა ბაინდურაშვილი, ლალი ეგაძე – 10%, დავით მჟავია – 51%, ლაშა ჩხენკელი – 30%. TV3 ყოფილი “რეალ ტვ”–ის ბაზაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგ შეიქმნა.


ტელეკომპანიის დირექტორი კახა ბაინდურაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი