ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მაუწყებლობა დღეს, 9 იანვარს, საღამოს მცირე ხნით შეწყდა.”რუსთავი 2”-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მაუწყებლობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა.
ტელეკომპანიის მაუწყებლობა უკვე აღდგა. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მუშაობენ შეფერხების მიზეზის დასადგენად:
“არაფერი განსაკუთრებული, ტექნიკურ ცენტრში იყო გადატვირთვა, ჩვეულებრივად არის. ამ ეტაპზე [აღდგა], მაგრამ ვმუშაობთ მიზეზების გასარკვევად, რომ არ განმეორდეს”- განუცხადა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს”.