ახალი ამბები

H&M-მა შავკანიან ბიჭს ჯემპრი წარწერით “მაიმუნი” ჩააცვა – კომპანია ბოდიშს იხდის

9 იანვარი, 2018 • 5235
H&M-მა შავკანიან ბიჭს ჯემპრი წარწერით “მაიმუნი” ჩააცვა – კომპანია ბოდიშს იხდის

“გარდიანის” ცნობით, კომპანია H&M-მა რეკლამისთვის, სადაც შავკანიანი ბიჭი მწვანე ჯემპრითაა ნაჩვენები, რომელსაც “ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში” აწერია, ბოდიში მოიხადა,

კომპანიამ ვებგვერდზე, ბავშვების სამოსის განყოფილებაში, განათავსა ჯემპრი წარწერით “ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში”, რომელიც შავკანიან პატარა ბიჭს აცვია. კომპანიის ამ გადაწყვეტილებამ  სოციალურ ქსელებში მომხარებლების პროტესტი გამოიწვია,  H&M-ის გადაწყვეტილებას შეუსაბამოს, ამაზრზენს და დაუდევარს უწოდებენ.

შავკანიანი მოდელის სურათი მწვანე ჯემპრში H&M-ის საიტიდან აიღეს, თუმცა ორი მსგავსი დიზაინის ჯემპრის ფოტო, რომლებშიც თეთრკანიანი მოდელები არიან ასახულნი, არ წაუშლია.

დარჩენილი ჯემპრებიდან ერთს “თვითგადარჩენის ოფიციალური ექსპერტი” და “ჯუნგლების მღვიმე” აწერია; მეორეს კი, ჟირაფის, ვეფხვის და სხვა ცხოველების კონტურები ახატია.

“შავკანიან ბავშვს H&M-ის ჯემპრი წარწერით “ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში” უნდა ეცვას და თეთრკანიანს კი “თვითგადარჩენის ექსპერტი”. ეს ამაზრზენია” – წერენ თვითერზე.

H&M-ის პრესსპიკერის განცხადებით, სურათი უკვე წაშალეს და ისინი ბოდიშს უხდიან ყველას, ვისაც ამ ფაქტმა შეურაცხყოფა მიაყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი