“ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი მოელის სამართლიანობის აღდგენას და როდესაც მთავარი პროკურორი მისი

უუნარობის, ან სხვა ფაქტორების გამო ვერ ახერხებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ჩვენ ვთვლით, რომ ის უნდა გადადგეს. ჩვენ მას ვეუბნებით გადადექი იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ შენ აწარმოებ “ნაციონალური მოძრაობის”პოლიტიკური ლიდერების არა დასჯას და გასამართლებას, რასაც ველოდით ჩვენ და რაც უნდა მომხდარიყო, არმედ მიდის დამნაშავეების გათეთრების პროცესი. ჩვენ ამას არ შევეგუებით”, – განაცხადა ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა აქციის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნული აქცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
