“10 აგვისტოს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებდა თავის ყოველდღიურ მონიტორინგს სოფელ ქვეშთან ახლოს. ქართული პოლიციის მანქანა მიუახლოვდა ადმინისტრაციულ საზღავრზე განთავსებულ ბლოკპოსტს, სადაც იმყოფებოდნენ სამხრეთ–ოსეთის მხარის წარმომადგენელი შეიარაღებული პირები. პოლიციის მანქანა ბლოკპოსტის წინ მოტრიალდა, რა დროსაც ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხრიდან გაისმა გასროლის ხმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ჯგუფმა და ქართველმა პოლიციელებმა დაუყოვნებლივ დატოვეს ინციდენტის ადგილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
იმავე დღეს სოფელ ქვეშში გაიმართა სპეციალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული პოლიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ასევე, სამხერთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ თავიდან აიცილებენ ყველანაირ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის დესტაბილიზაცია.
2008 წლის ომის რამდენიმე წლისთავის დღეებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყენებს შესაძლებლობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ პროვოკაციებს”.




