ახალი ამბები

“ტოტენჰემი” გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა

8 იანვარი, 2018 •
“ტოტენჰემი” გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა

ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი “ტოტენჰემი” ბელგიური “გენტის” ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძის დაინტერესდა. ამის შესახებ გამოცემა Sport Illustrated წერს.

გამოცემის თანახმად, კლუბი თანახმაა 18 წლის ფეხბურთელისთვის 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ჯერჯერობით, ტოტენჰემ ჰოტსპურს იანვრის თვეში არც ერთი ფეხბურთელთან არ გაუფორმებია კონტრაქტი, თუმცა, Sport Illustrated-ის მიხედვით, კლუბი ჩაკვეტაძეში მომავალ პოტენციურ ვარსკვლავს ხედავს. “ტოტენჰემის ” გარდა, თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი უკრაინულ “შახტარსა” და ინგლისურ “ბორნმუთსაც” სურთ.

ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო კლუბ “გენტში” გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის “დინამოდან” გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა ძირითადი გუნდის განაცხადში ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოჯერ მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მაღალი დონის ევროპული საფეხბურთო კლუბების ყურადღება გასულ ზაფხულს მიიქცია; ახალგაზრდა ტალანტმა ფეხბურთის გულშემატკვირებს თბილისში ჩატარებული ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატიდან კარგი თამაშით დაამახსოვრა თავი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად სწორედ გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა.

გიორგი ჩაკვეტაძე აღნიშნავს შვედეთის კარში გატანილ გოლს – ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი. ფოტო: GFF

მასალების გადაბეჭდვის წესი