ახალი ამბები

შსს–მ პეკინზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

11 აგვისტო, 2013 • • 1151
შსს–მ პეკინზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

როგოროც შსს აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 9 აგვისტოს, თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, 1982 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა და ადგილიდან მიიმალა. გიორგი ს. მიღებული ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

სამართალდამცველებმა ალექსანდრე ზ. თბილისში, ძმის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამავე ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის იარაღი – „ჩე-ზე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, ასევე, „გეკო“-ს 5 ტყვია.

 

შსს–ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 18-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი