ახალი ამბები

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოშია

10 აგვისტო, 2013 • 1097
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოშია

ამერიკული გემის ეკიპაჟი და საქართველოს სანაპირო დაცვის ოფიცრები წვრთნების დაგეგმვის მიზნით შეხვედრას გამართავენ.

 

დღეს ამერიკელი სტუმრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორს, პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილს, სანაპირო დაცვის დაპარტამენტის დირექტორს, მე-2 რანგის კაპიტან ლაშა ხარაბაძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.

 

ხვალ კი, აშშ–ის ხომალდი „BULKELEY“ და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი კატარღა ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.

 

12 აგვისტოს იგეგმება სპორტული ღონისძიებები. საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ–ის გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

 

13 აგვისტოს ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილია პერსონალის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომელშიც სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად მცურავი საშუალებებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

აშშ-ის ხომალდი “BULKELEY” საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 აგვისტოს, წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი