ახალი ამბები

უგულავა: მეტროსადგური “უნივერსიტეტი” ორ წელიწადში გაიხსნება

9 აგვისტო, 2013 • 1267
უგულავა: მეტროსადგური “უნივერსიტეტი” ორ წელიწადში გაიხსნება

ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, მეტროსადგურის ტერიტორიაზე ორწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება. თბილისის მერის, გიგი უგულავას თქმით, წლის ბოლომდე სარემონტო სამუშაოები დასრულდება და ტენდერი გამოცხადდება, რომელიც მშენებელ კომპანიას გამოავლენს. 

 

“ბოლო ორი წელია მიდის ბიუროკრატიული და მოსამზადებელი სამუშაოები და უკვე წლის ბოლოს ტენდერები მთლიანად დამთავრდება. გაისიდან დაიწყება სამუშაოები,”- განაცხადა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ.

 

“ჩვენ მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა სადგურის მშენებლობის პროექტი. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი. ეს მეტროსადგური გაკეთდება,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

მეტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლიდან შევა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი