ახალი ამბები

სააკაშვილი: ომის დროს მთავრობა სრული შემადგენლობით იყო ადგილზე და ფეხს არ იცვლიდა

8 აგვისტო, 2013 •
სააკაშვილი: ომის დროს მთავრობა სრული შემადგენლობით იყო ადგილზე და ფეხს არ იცვლიდა

 

“ჩვენი მთავრობის უმეტესობა უცხოეთში იყო, როცა ეს დაიწყო. ყველა დაბრუნდა უკან: ზოგი თვითმფრინავით, ზოგი მანქანით, ზოგი ფეხით, ასეთებიც ვიცი. გარდა იმისა, ვინც ჩვენ გავგზავნეთ… იქ ფული იყო გადმოსატანი მეზობელი ქვეყნებიდან, საწვავი იყო გადმოსატანი, ასეთები იყო, მაგრამ ჩვენ მთავრობას ძვრა ვერ უყვეს. ერთ–ერთი ფაქტორი, რატომაც არ დაეცა თბილისი, იყო ის, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით იყო ადგილზე და ფეხს არ იცვლიდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა და გაიხსენა, რომ ფულის და საწვავის უზრუნველსაყოფად ალექსანდრე ხეთაგური იყო გაგზავნილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი