ახალი ამბები

უმარ იდიგოვი: ჩეჩენი დევნილები პანკისში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ

9 აგვისტო, 2013 • • 1478
უმარ იდიგოვი: ჩეჩენი დევნილები პანკისში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ

როგორც მან დღეს, 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხეობაში საგანგაშო ვითარებაა, რადგან ჩეჩნეთიდან დევნილი ბავშვები საბავშვო ბაღებში გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

 

“ბავშვებს საბავშვო ბაღებში არ აქვთ საწოლები, პატარებს იატაკზე სძინავთ, მათი შენობა დაზიანებულია, საბავშვო ბაღის შენობაში ჩადის წვიმა, კედლები დაზიანებულია, რის შედეგადაც ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სოფელ დუისში ელემენტარული ამბულატორიაც კი არ არსებობს, რის გამოც ადამიანები მკურნალობას ვერ ახერხებენ.

“ასეთია იმ პრობლემათა არასრული ნუსხა, რომელიც მთელი პანკისის ხეობის მოსახლეობას აწუხებს. ხალხი ავადმყოფდება, ხშირია ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევები. ჩვენ მივმართავთ ყველა საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციას, მოვუწოდებთ თანამშრომლობისკენ, ვთხოვთ დაინტერესდნენ ჩეჩენი დევნილების პრობლემებით”, – განაცხადა იდიგოვმა და დასძინა, რომ საქართველოში მოქმედმა რამდენიმე კერძო კომპანიამ ჩეჩენი დევნილების პრობლემები გულთან მიიტანა და მათ ფინანსური დახმარება გაუწია, რის გამოც იგი მათ მადლობას უხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი