ახალი ამბები

წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას არ გადაუხვევს

8 აგვისტო, 2013 • 968
წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას არ გადაუხვევს

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

“დღეს, 8 აგვისტოს, დამწუხრებულია სრულიად საქართველო: სრულიად საქართველო – თბილისი და სრულიად საქართველო – ცხინვალი. ჩვენ ამ ომში არც ერთი ვართ გამარჯვებული. მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, დაღუპულთა შვილებს, რომელთაც პატივი ხვდათ წილად, ჰყავდეთ გმირი მამები და პატივი მივაგოთ იუსტიციის სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა და მთავრობამ ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებს.


ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პირობებში ხვდება ამ წლის 8 აგვისტოს, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ამ გზას არ გადავუხვევთ, რომ ნებმისმიერი რიგის უთანხმოება და კონფლიქტი მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით. ამაში ჩვენ გვაქვს ერთმანეთის, მხარეების იმედი, პირველ რიგში, ჩვენი ოსი ძმების.


შეცდომები არც ერთმა აღარ უნდა გავიმეორეთ და უნდა ვისწავლოთ მომავალში ყურება და მე მჯერა, რომ ქართული მხარის პოზიცია, რომელიც 6 -პუნქტიან გეგმას იცავს მკაცრად, რუსეთიც ისწავლის ამ პუნქტების დაცვას და ჩვენ მომავალში შევძლებთ, რომ ერთად გადავწყვიტოთ ყველა ის, რბილად რომ ვთქვათ, უთანხმოება, რომელიც გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი