ახალი ამბები

ეუთოს გამოხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის ხუთი წლისთავზე

8 აგვისტო, 2013 • 1104
ეუთოს გამოხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის ხუთი წლისთავზე

“ხუთი წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რა გავლენა მოახდინა ამ სამხედრო კონფლიქტმა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთზე. ეუთოსა და მისი მონაწილე ქვეყნებს ეს კონფლიქტი და მისი შედეგები შეგვახსენებს ორგანიზაციის მანდატის არსს: უსაფრთხო სივრცის შექმნას თანამშრომლობის საფუძველზე, განსხვავებულის პატივისცემას, ნდობის დამყარებას და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისთვის სწრაფვას.

 

უკვე ხუთი წელია, რაც ეუთო ჩართულია მედიაციის პროცესში. ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, ეუთო არის ჟენევის საერთაშორისო მოლარაკებების თანათავმჯდომარე. ეს მოლაპარაკებები არის ერთადერთი ფორუმი, სადაც ყველა მხარეა წარმოდგენილი და რომელიც ერთად კრებს მონაწილეებს თბილისიდან, ცხინვალიდან, სოხუმიდან, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან. მოლაპარაკებები რეგულარად იმართება ორი პარალელური სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების და სტაბილურობის, ჰუმანიტარულ, მათ შორის დევნილებისა და ლტოლვილების საკითხებზე.

 

მაგრამ პოლიტიკური მოლაპარაკებების მხარდაჭერა საკმარისი არ არის. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობას მოკლებულია მშვიდობას, სტაბილურობას და სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფას.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნა, რომელიც მუშაობს ადამიანების ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პირობების დროს წამოჭრილი პრობლემების დარეგულირებისთვის. ასეთი საკითხებია – ადგილობრიი ფერმერების საქმიანობა საშიშ ზონებში, გაუჩინარებული მოქალაქეების ძებნაში მხარდაჭერა, ორივე მხარეს მცხოვრებთათვის თავისუფლად გაადგილების შესაძლებლობა. ამ მექანიზმის ფარგლებში ყოველთვიურად იმართება შეხვედრები, მუშაობს ცხელი ხაზი. ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) უწევენ ფასილიტაციას ამ შეხვედრებს, რომლებიც იმართება სოფელ ერგნეთში.

 

ეუთო ასევე ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც პირდაპირ ეხმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მხარეებს შორის ნდობის გაღრმავებას”, – ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი