ახალი ამბები

სერგი კაპანაძე: მედვედევის პოზიციები ძალიან ცინიკურია

7 აგვისტო, 2013 • • 992
სერგი კაპანაძე: მედვედევის პოზიციები ძალიან ცინიკურია

“მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამომდინარეობს მათი, აი, ამ უცნაური იმპერიალისტური ეროვნული ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, რაიმე ახალი ჩემთვის მას არ უთქვამს. ძალიან ნათლად გაიმეორა ის, რომ ეს იყო ომი, რომელიც რეალურად გამოდიოდა რუსეთის ინტერესებიდან და არ იყო კავშირში არც რომელიმე კონკრეტულ, ცალკეულ პოლიტიკოსთან და არც  რომელიმე ცალკეულ ხდომილებასთან. ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი გზავნილი, რომელიც მე მივიღე გუშინ მისი ინტერვიუს მოსმენისას.”

 

კაპანაძე მიიჩნევს, რომ მედვედევის პოზიციები ძალიან ცინიკურია:

 

“ბუნებრივია, ის პოზიციები, რომელიც მან დააფიქსირა, ახალი არ არის. ეს არის პოზიციები, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში იცავდა, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებზე. ძალიან ცინიკური პოზიციები, მათ შორის ის პოზიცია, რომ დევნილების დაბრუნება არ ეხება თურმე რუსეთის ფედერაციას, მათ შორის ის, რომ ჯარების გაყვანა აღარ არის მისი ვალდებულება, რადგან საქართველოს საზღვრები შეიცვალა. ეს ყველაფერი არის ცინიკური პოზიცია, რომელიც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან, აქედან გამომდინარე, ალბათ უნდა ყოფილიყო თვალების ამხელი ინტერვიუ. ამ ინტერვიუში გამოჩნდა, თუ რა არის რუსეთის ინტერესები და რომ დროს და პოლიტიკოსებს, ცალკეულ ინდივიდებს, მაინცდამაინც ცვლილების მოხდენა ამ ინტერესებში არ შედის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი