“რამდენიმე დღეა მედიით ვრცელდება ინფორმაცია ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის შიმშილობის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში მოშიმშილე პატიმრების რაოდენობისა და შიმშილობის მიზეზების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გაჟღერდა.

საზოგადოებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამჟამად 3 მსჯავრდებული შიმშილობს.

კახა ხ. რომელმაც 1 აგვისტოს პირი და ქუთუთოები ამოიკერა. მსჯავრდებული თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და განთავისუფლებას მოითხოვს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შიმშილობას განარძობს მალხაზ გ. რომლის მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვაა.

რაც შეეხება ზურაბ ი-ს, მსჯავრდებული სასამართლოს მიერ საქმის გადახედვას და სამართლიანად განხილვას ითხოვს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მოშიმშილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით უწყების კომპეტენციაში არ შედის. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *