ახალი ამბები

ანონსი: 28 დეკემბერი

27 დეკემბერი, 2017 •
ანონსი: 28 დეკემბერი

11:00 პეკინის ველო ბილიკზე არქივის შენობიდან სტარტს აიღებს საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში პროექტი „ველო სანტები“, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ საგანელიძე 593 61 66 70


11:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოსთან“

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439


12:00 საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

13:00 გორში 445 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცამა. ბინების გადაცემის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრებიან.

მისამართი: გორი, გ. ანწუხელიძის ქ. N1


14:00 საქართველოს პარლამენტი იმერეთის რეგიონის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების და დღის ცენტრების ბენეფიციარებს საახალწლო სპექტაკლზე უმასპინძლებს. სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ
 ქუთაისი, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

17:00 ქართველი გამომცემლები, მწერლები და მთარგმნელები კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად ყველა იმ მიმართულების მენეჯერის ანგარიშს მოუსმენენ, რომლებიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის პროექტში არიან ჩართულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი