შსს–ს ცნობით, დაკავებულმა ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ერთი სასიკვდილი ჭრილობა მიაყენა 1991 წელს დაბადებულ კოკა კეკელიას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილთან ახლოს, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *