ახალი ამბები

საქართველოს რეგიონებში დენის ტარიფი გაძვირდა

27 დეკემბერი, 2017 • 4932
საქართველოს რეგიონებში დენის ტარიფი გაძვირდა

დღეს, 27 დეკემბერს, სემეკის დადგენილებით, “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 1,26 თეთრით გაეზარდათ.

“ენერგო პროს” აბონენტებისთვის, რომლებიც თვეში 101 კილოვატსაათამდე მოიხმარენ, გადასახადი იქნება 14.544 თეთრი.

აბონენტებისთვის, ვინც ელექტროენერგიას მოიხმარს 101 კილოვატსაათიდან 301 კილოვატსაათამდე, მათვის ტარიფი გაიზრდება 18.556 თეთრამდე.

ვინც თვეში 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის ტარიფი გახდება 22.733 თეთრი.

სემეკის დადგენილებით, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. აღნიშნული ტარიფი სამი წლის განმავლობაში, 2021 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

“ენერგო–პრო ჯორჯია” არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი, რომლის მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კმ2-ს (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%) და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონებში.

“ენერგო პრო” ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავს რიონჰესს (დადგმული სიმძლავრე 48 მგვტ), გუმათ ჰესების კასკადს (1 დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ და 2 დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ), შაორჰესს (დადგმული სიმძლავრე 38,4 მგვტ), ძევრულჰესი (დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ), ლაჯანურჰესს (დადგმული სიმძლავრე 112,5 მგვტ), აწჰესს (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), ივრის კასკადს (სიონჰესი 9.14 მგვტ, საცხენჰესი 14 მგვტ, მარტყოფჰესი 3.84 მგვტ), ჩითახევჰესს (დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ), ორთაჭალჰესს (დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ), ზაჰესს (დადგმული სიმძლავრე 36.8 მგვტ), კინკიშაჰესს (დადგმული სიმძლავრე 1.4 მგვტ) და ჩხორჰესს (დადგმული სიმძლავრე 3.35 მგვტ).

“ენერგო პრო” აგრეთვე ფლობს და ამუშავებს გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

მასალების გადაბეჭდვის წესი