” სიგუას მტკიცებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა თითქოსდა განაცხადეს, რომ ქუთაისის აეროპორტი არ ფუნქციონირებს. ეს მტკნარი სიცრუეა – ჩვენი კრიტიკა ეხებოდა ქუთაისის აეროპორტის გეგმასთან შედარებით მხოლოდ მიზერული მასშტაბით ამოქმედებას. სასიხარულოა, რომ მთავრობა ტრაბახობს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის სტატისტიკით მაშინ, როცა ხშირად თავად აკრიტიკებდა ქუთაისის აეროპორტს და ზოგადად საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას. ეკონომიკის რეცესიის, ბიუჯეტში ასეულ მილიონობით ლარის გარღვევისა და ათეულ ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის ფონზე, ტურიზმი და ტურიზმიდან შემოსავალი ის არტერიაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჯერ კიდევ აცოცხლებს. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განახლებული ქუთაისის აეროპორტის ამჟამინდელი, ინერციით გადმოყოლილი ფრენები და შეთანხმებები (მათ შორის პოლონეთში იაფი ფრენები, რომელთა შედეგადაც პოლონეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 98%-ითაა გაზრდილი) მხოლოდ მიზერული ნაწილია ქუთაისის აეროპორტის და ტურიზმის განვითარების იმ გეგმისა, რომლის განხორციელებაზეც მთავრობა უარს აცხადებს”.– ნათქვამია განცხადებაში.

 

პარტიის განცხადებით, პროექტის და საქართველოში ევროპული საბიუჯეტო ავიაკომპანიების მოზიდვის კონცეფციის მთავარი აქცენტი კეთდებოდა მგზავრების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ავიაკომპანია რაინეარზე. მათივე თქმით,   მაისიდან რაინეარს უნდა გაეხსნა ოთხი მიმართულება (სავარაუდოდ ბრიუსელი, ბარსელონა, მილანი, ფრანკფურტ-ჰანი), შემდეგ კიდევ ოთხი, და ორ-სამ წელიწადში მხოლოდ ეს ავიაკომპანია უნდა ასულიყო მიილონ მგზავრზე, ხოლო ბილეთის საშუალო სტატისტიკური ფასი უნდა ყოფილიყო 50 ევრო.


“ამ გეგმის განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ სრულიად სხვა – სპეციფიკურად ევროპელი საშუალო კლასის ტურისტების – დღეისათვის არარსებული ნაკადის გაჩენას, ყველა გამომდინარე შედეგით, არამედ მრავალი ასეული მილიონი ევროს პირდაპირ შემოდინებას საქართველოს ეკონომიკაში და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ქუთაისის იაფი ავიაკომპანიების ცენტრად ქცევა ასევე ნიშნავს რეალობის ცვლილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ევროპაში მოხვედრის ხელმისაწვდომობა საქართველოს ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და განვითარების ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით გაადვილებას მოასწავებს. გვსურს გამოვხატოთ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი მთავრობა არ ითვალისწინებს მოსახლეობისა და ეკონომიკის განვითარების ინტერესებს, ამ პროექტის სრულად ამოქმედებას კვლავაც ქილიკით უყურებს და არ აწარმოებს „რაინეართან“ თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს. ცნობისათვის, „რაინეარი“, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის შიგნით (და მაროკოში) დაფრინავს, მგზავრთა რაოდენობით არის მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია (2012 წელს გადაიყვანა 80 მილიონ მგზავრზე მეტი), გააჩნია 300 თვითმფრინავზე მეტი, 50 ჰაბი და მისი ბილეთის საშალო სტატისტიკური ფასი არის 32 ევრო. დღეისათვის ავიაკომპანიას ევროპის მასშტაბით გააჩნია 47 ჰაბი”.– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *