პოლიციისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში 2 შეკვრად დაფასოებული ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. ელისო უ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *