ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2013 წლის ივნისიდან იკავებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 1994 წლის დეკემბრიდან 1995 დეკემბრამდე იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 1995 წლიდან 1998 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ასევე იყო ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2000-2005 წლებში იკავებდა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას. 2005 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდე იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი.
საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა
ასევე:
-
ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
-
თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი ვლოგერის ოჯახი სუიციდს გამორიცხავს
-
ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არა აქვს – საგარეო
-
დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული
-
27.10.2026
გაზი საფეხურეობრივ მოდელზე გადადის — მეტ მოხმარებაზე სემეკს მაღალი ტარიფის დაწესების უფლება ეძლევა
-
27.10.2026
შესაძლოა გლდანის ციხის დირექტორი შეიცვალოს და არა რუსთავის მე-6 დაწესებულების – სამინისტრო
-
27.10.2026
დეპუტატისა და რიგითი დასაქმებულის საშუალო ხელფასს შორის სხვაობა საქართველოში EU-ის ქვეყნებთან შედარებით ორჯერ მეტია
-
27.10.2026
25-ზე მეტი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ომბუდსმენის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას – განცხადება
-
27.10.2026
პატარიძის შემდეგ პოსტი შესაძლოა #6 ციხის უფროსმაც დატოვოს
-
27.10.2026
10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებს
