კონფერენციის მიზანი დამსწრე საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის, მისი სამოქმედო გეგმისა და კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის თაობაზე რეკომენდაციების გაცნობაა.

 

“ბიზნესი აუცილებლად უნდა იყოს დაინტერესებული განათლებით. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომლის ფარგლებში მილენიუმის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგია, რომელსაც გავაცნობთ ჩვენს კოლეგებს და პარტნიორებს. რა სახით ჩაერთვება ბიზნესი და როგორ, ამაზე დღეს ვიმსჯელებთ”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

 

კონფერენციას 30–მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *