როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს ივანიშვილს ეკონომიკაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის გამოსწორებისათვის სათანამშრომლოდ:

“ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკა მუდმივი კლებით ხასიათდება. მაისში ეს კლება ჩამოვიდა ნულოვან ზღვარზე, ხოლო ივნისში, კიდევ უარესი: გადაიზარდა მინუსში, ანუ ეკონომიკამ რეალურად დაიწყო დაკლება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს დაკარგულ სამუშაო ადგილებს, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება სოციალური ვალდებულებების შესრულება მომავალი რამდენიმე თვის შემდეგ. გაიზრდება უმუშევრობა და არ შეიქმნება სამუშაო ადგილები.

 

მთავრობისგან და მინისტრებისგან სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, რომ თითქოს არაფერი ეკონომიკაში არ ხდება, ვფიქრობ, არის არასერიოზული. ეკონომიკური ვარდნა შეიძლება ვერ იგრძნონ მინისტრებმა და მათი ოჯახის წევრებმა, მაგრამ ეს აისახება ასეულობით ათასი ქართული ოჯახის ცხოვრებაზე.

 

მზად ვართ, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკა და ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ხალხის ცხოვრება”, – განაცხადა ბაქრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურება.

 

ბაქრაძის თქმით, ნაცმოძრაობის შეთავაზება მთავრობისადმი სამ ძირითად კომპონენტს ითვალისწინებს: უნდა განხორციელდეს ბიზნესაქტივობის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სრული დაცულობის განცდა. ასევე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობამ უნდა შემოიღოს მორატორიუმი და ბიზნესისთვის არავითარი დამატებითი რეგულაციები არ დააწესოს. ამასთან, უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადების შემცირება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *