სასჯელაღასრულების დაწესებულებაში დარჩებიან მხოლოდ გაგა მკურნალიძე და ბაჩო ახალაია, რომლებსაც სხვა საქმეებისთვისაც აქვთ შეფარდებული პატიმრობა, დანარჩენი პირები – გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარსალია, ზურაბ შამათავა, ალექსანდრე გორგაძე, გიორგი კინწურაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

 

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, გენერალი კალანდაძე და პოლკოვნიკი კიკაბიძე, სრულად გაამართლა სასამართლო, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ჩვენ ნამდვილად მოველოდით ასეთ განაჩეს,” – განაცხადა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ. 

 

“არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარებოდა ჩვენ მიმართ წაყენებული შეთითხნილი ბრალდებები და სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიგი კალანდაძემ სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

 

“ეს იყო მხოლოდ შეთითხნილი, სიტყვიერი ბრალდებები, რომელიც არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნებოდა და გადაწყვეტილება იყო ნამდვილად სამართლიანი”, – განაცხადა მერაბ კიკაბიძემ.

 

საქმე ეხებოდა სამ ეპიზოდს- სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურ დასჯას, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს და ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის, პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ, ბაზაზე ტელეფონის უნებართვო შეტანის გამო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *