უსუფაშვილის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა შეჩერდეს, მაგრამ მმართველმა გუნდმა ეკონომიკურ გეგმებში მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს.

 

 

“ადამიანები თუ იქნებიან მუდმივი დაძაბულობის ქვეშ, ჩვენ ვერასოდეს ვერანაირ სამართლიანობას ვერ აღვადგენთ. უყურეთ, მე რას ვამბობ: 9 თვე (და, კი ბატონო, ერთი წელი, ჯერ დარჩენილია რამდენიმე თვე) არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ: რა პასუხს ვაძლევთ იმ კონკრეტულ საკითხზე ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი კერძო საკუთრება იქნა შელახული. ახლა ის კერძო საკუთრება ხომ ვიღაცის ხელშია. ის ვიღაცა დგას და ელოდება, რა იქნება: წამართმევენ, დამიტოვებენ და რაღაც ჯარიმას დამადებენ, თუ საერთოდ ხელს არ მახლებენ.  ხომ არ აორთქლებულა ის სადავო საკითხები, რაც ბიზნესს ეხება, მიწას, ჯიხურს, აბანოს, კერძო სახლს, თუ ტელეკომპანიებს… ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და მკაფიოდ ვუთხრათ ყველას, რომ, აი, ეს იქნება. ყველაზე დამღუპველი, არასასურველი ბიზნესისთვის და ინვესტორისთვის არის გაურკვევლობა. თუ 6 თვე ვილაპარაკებთ, გადასახადი ავწიოთ თუ დავწიოთ, ხალხი ზის და გველოდება. თუ გადავდგამთ ნაბიჯს და ავწევთ, მერე იციან, რომ აიწია, ან დაიწია და იმის შესაბამისად იწყებს დაგეგმვას. ამიტომ ჩვენ მეტი სიცხადე უნდა შევიტანოთ ჩვენს კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმებში. პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ სექტმებრში დაიდება ძალიან კომპლექსური და დეტალური გეგმა”, – განაცხადა მან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *