როგორც უსუფაშვილმა მე–9 არხის ეთერით განაცხადა, იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილის პარტიულობას არ უკავშირდება:
“სრულად ვარ დარწმუნებული და ეს არ არის ჩემი რაღაც თეორირული რწმენები, რომ რესპუბლიკელობა და პარტიულობა გადაწყვეტილების მიღების დროს ახალი მინისტრის, პრემიერ–მინისტრის თუ სხვების [მხრიდან] არაფერ შუაში იყო. ასეთი თემები ახდენს თუ არა გავლენას პარტიაზე? რა თქმა უნდა, ახდენს. რაც არ უნდა შოკისმომგვრელად ჟღერდეს ეს ამბავი, მინდა მოგახსენოთ ასეთი რამ: დღეს საქართველოში აღმასრულბელ სისტემაში და ზოგადად მმართველობის სისტემის ცენტრალურ უწყებებში დაახლოებით 650–მდე თანამდებობაა, მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, სამმართველოს უფროსი და ასეთი მსხვილი უბნები. 650–მდე თანამდებობაა. აქედან რესპუბლიკელი იყო სამი და დარჩა ორი: პაატა ზაქარეიშვილი მინისტრი და თენგიზ შერგელაშვილი ნარმანიას მოადგილე. რატომ გეუბნებით ამას, გაზვიადებული და გაუთავებელი საუბრები იმის თაობაზე, რომ რესპუბლიკელებმა ივანიშვილს შეცდომა დააშვებინეს, იქ ის ქნეს, ეს ქნეს, რეალობა არის ეს. როდესაც ასეთი რეალობაა და მე არ ვამბობ, ცუდია თუ კარგია ეს და დავით ზურაბიშვილი, რომელიც ერთ–ერთია იმ სამიდან ამ 650 კაცში, თანამდებობიდან თავისუფლდება, ცუდი არ არის თუ ამ თემატიკას გავითვალისწინებთ. არა იმიტომ, რომ ზურაბიშვილი მაინცდამაინც იქ უნდა იყოს, დავით ზურაბიშვილი ბევრი თვისებით გამოირჩევა, ის არც პროფესიას დაკარგავს, არც იმას და არც ამას. მე მგონია, რომ უკეთ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოგვარება. თვითონ დავითიც არ არის ისე, რომ თანამდებობის გამო რამე დააკლდეს. არ იყო სასაიამოვნო ფორმა, თუმცა არის მეორე წყება არგუმენტების: მინისტრი, რომელსაც თავისი ხედვა აქვს. მინისტრი აგებს პასუხს, საბოლოო ჯამში. ყველა მოადგილე უნდა იყოს შეგუებული იმას, რომ… და საერთოდ, აღმასრულებელი სისტემა ასეთია. პარლამენტის წევრია 4 წლით არჩეული თორემ, მთავრობა არჩეულია ხვალამდე. თუ რაღაც კარგად ვერ მიდის, მთავრობაც მიდის ხოლმე”, – განაცხადა მან.
