“რამდენიმე წუთის წინ მოვინახულე ყველა ის მსჯავრდებული, რომელიც შიმშილობდა, ყველა მოშიმშილეს ინდივიდუალურად და ერთად გავესაუბრე. გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა.
სამართლიანად აღნიშნავენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები სასჯელთა შეკრების წესის გაუქმების შემდეგ ხელახლა იხილავენ საჩივრებს და ამ გადაწყვეტილებებით ხშირად ტოვებენ ძალაში უცვლელად უკვე გამოტანილ სასჯელებს, რამდენიმე მსჯავრდებულმა მიუთითა მოსამართლე ჩემიას გვარი.
მე ავუხსენი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, მაგრამ დავპირდი, რომ მათ პრობლემას გავახმოვანებდი.
ვნახე ორი ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდბეული, ერთს კიდურები არ აქვს და ასე იხდის სასჯელს, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის საქმე კომისიის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს გადახედილი, მეორე კი ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ეტლით გადაადგილდება”, – ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.
ბესელია დღეს რუსთავის ციხეში მოშიმშილე პატიმრებთანაც გეგმავს შეხვედრას.
