ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქმე მნიშვნელოვან პროცესთან გვაქვს. კერძოდ, მისი თქმით, თუ ადრე პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ცნობად ღებულობდა, ახლა ამ ანგარიშის საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს ღებულობს:

 

“ბოლო 9 წლის შემდეგ, პირველად პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს იღებს არა ცნობად, არამედ ამ ანგარიშის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილების პროექტი, რომლითაც რეკომენდაციები მივეცით სხვადასხვა უწყებას, რომ გამოძიებული უნდა იყოს ყველა საქმე, რომელიც ეხება აქციების და მანიფესტაციების დაშლას, გახმაურებულ საქმეებს, საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს, სიცოცხლის უფლების ხელყოფას და ლაფანყურთან დაკავშირებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული. ასევე, სოციალურად დაუცველები, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების, შესაბამისი პირობების შექმნა, პროკურატურის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, რომ ყველა საქმის გამოძიება უნდა განხორციელდეს საპროკურორო ზედამხედველობის ფარგლებში. შს სამინისტროს და დევნილთა სამინისტროს მიმართ რეკომენდაციები, რომლებიც ეხება უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ყველა კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებას. მთლიანობაში რეომენდაციები ძალიან ბევრია და ეხმიანება ყველა სახის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი მექანიზმების შექმნას.”

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, დადგენილების მიღება აქამდე არ მომხდარა:

 

“მსგავსი პრეცედენტი არის ძალიან კარგი და სახალხო დამცველის აპარატისთვის სერიოზული ბერკეტია. ახლა მთავარია რეკომენდაციების შესრულება, რომელიც მთავრობის და კონკრეტული უწყებების მიმართ არის გაცემული.”

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *